To enter this website, you must be
of legal drinking age in your own country

I certify to have the legal age for my country
  • ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია

ვენახები

აღმოაჩინეთ ჩვენი ფერადი პეიზაჟები

საქართველო ცნობილია საკუთარი მრავალლფეროვანი და  მდიდარი ბუნებით. სადაც 500-ზე მეტი ყურძნის ჯიში ხარობს, მათგან წარმოებაში მხოლოდ 40 სახეობაა. გარემოპირობები მევენახეობისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელია. ზაფხული იშვითად არის გადაჭარბებულად ცხელი, ზამთარი კი საკმაოდ რბილია, ყინვის გარეშე. მთები, რომლებიც ვენახებს ესაზღვრება მდიდარია ბუნებრივი წყაროებით , მინერალებით გაჯერებული წყალი მდინარეებიდან ხეობებისკენ ეშვება. 
ჩვენი ვენახების უმრავლესობა 15/25 წლისაა. ვენახის ღრმა ფესვები აღწევს მინერალიზირებულ  ბუნებრივ წყაროებამდე, რომლებიც კავკასიონის მაღალმთიანეთიდან მოედინება, სწორედ ეს წარმოშობს უხვ და მდიდარ სითხეს. ასე იქმნება ღვინო,  რომლის სტუმრისთვის შეთავაზებაც მასპინძელს ყოველთვის სიამაყით შეუძლია ნებისმიერი დღესასწაულის აღნსანიშნად. 
კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.  
სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.

ვრცლად

მეღვინეები

ფილიპ ლესპი

საფრანგეთში, ბორდოს რეგიონში მეღვინეობისა და ენოლოგიის ზოგადი განათლების მიღების შემდეგ , ფილიპ ლესპიმ სადოქტორო  ხარისხი მიიღო ყურძნის ბიოლოგიასა და ფიზიოლოგიის განხრით.  ამის შემდეგ მან მოიპოვა ორი  დიპლომი/პატენტი ვენახის ყვავილობის დარგში. ფილიპ ლესპი 18 წლის მანძილზე მუშაობდა ბორდოში სხვადასხვა ღვინის კომპანიებში (ბარონ ფილიპ დე როშილდი, შატო ლაგრანჟი, შატო სერილან), ასევე ბურგუნდიაში (ბადე კლემან) და ასევე საერთაშირისო კორპორაციებში (დომეინ დე ლა ზუინა მოროკოში). 
2013 წლიდან დღეს ფილიპი არის ჩვენი კომპანიის მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი. ქართული მევენახეობის და მისი კულტურის შესწავლის საფუძველზე მისი მთავარი მისია ჩვენი ვენახების მსოფლიო დონის სტანდარტებზე აყვანაა. 

.

ვრცლად

ბრენდები

აღმოაჩინეთ ბრენდები და პროდუქტები

latest news

ცნობილი ღვინის ექსპერტი

ივნ 20, 2016

ცნობილი ღვინის ექსპერტი, მწერალი და ჟურნალისტი დევიდ ქობოლდი,

ProWein 2016

ივნ 15, 2016

3-დან 15 მარტის ჩათვლით, ჯი-ვი-ეს_ ი მონაწილეობდა ProWein 2016-ში